Sunday, September 17, 2017

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ისევე როგორც წინა სამმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. ამ ტრენინგზე კიდევ ერთხელ შევისწავლე  და განვასხვავე  თემატური და ზოგადი კითხების შედგენის სპეციფიკა. დავსახე მოსწავლეთა აქტივობები და შესაბამისი მიზნები და საბოლოო შედეგები.ვისწავლე სტანდარტის შესაბამისი მიზნების დასახვა  და მიღებული ცოდნა გამოვიყენე პრაქტიკაში. გავეცანი  შეფასების კრიტერიუმებს  და შესაბამის ინსტრუმენტებს, რის საფუძველზეც შევქმენი ჩემი პროექტის შეფასების რუბრიკა.  აღნიშნული ტრენინგი იყო ჩემთვის საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული.

No comments:

Post a Comment